იმიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლის ფონზე, აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად ერთი მილიონი დოლარის ღირებულების „ოქროს ბარათის“ პროგრამა ამოქმედდა. აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ წინასწარი რეგისტრაციის ეტაპზე დაახლოებით 10 000 ადამიანი დარეგისტრირდა. „ოქროს ბარათის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ში ბინადრობის უფლების მოპოვებას დაჩქარებული წესით შეძლებენ.
განაცხადის შევსება ვებგვერდზე, Trumpcard.gov-ზე 15 000 დოლარის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი.
შემოწმების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატებს 1 მილიონი დოლარის ოდენობის „შემოწირულობის“ გადახდა მოუწევთ.
„ფაქტობრივად, ეს მწვანე ბარათია, მაგრამ ბევრად უკეთესია. ბევრად უფრო ძლიერია,“ - განუცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
„მალე გამოვა“ „ტრამპის პლატინის ბარათიც“. ეს ბარათი მფლობელებს საშუალებას მისცემს, აშშ-ში 270 დღემდე გაატარონ, არაამერიკული შემოსავლის დაბეგვრის გარეშე. მისი ღირებულება 5 მილიონი დოლარი იქნება.